ამერიკაში მცხოვრები ნინო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ნამდვილი სიყვარული, ემზარ ჯღარკავა, 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
ნინო ემზართან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ უნდა ყველამ გამოცადოს ცხოვრებაში ბედნიერების შეგრძნება.
„არ მინდა ზედმეტად თავი შეგაწყინოთ და შეგაღონოთ ჩვენი სიყვარულით, მაგრამ სიძულვილის ენით საუბარი არ შემიძლია ისევ სჯობს რასაც ვგრძნობ ის გაგიზიაროთ.
აი, როგორ მინდა ყველამ გამოცადოს ცხოვრებაში სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნება, თუნდაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც, აი როცა გვერდით გყავს და მაინც სულ გენატრება.
არა, არ ვუყურებ ვარდისფერი სათვალით ცხოვრებას, დიდი ხნის წინ დამემსხვრა, ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში ისიც ვიცი, რომ არავინ არაფერს მოგართმევს ხონჩაზე დალაგებულს, არც დოვლათს, არც სიყვარულს და კეთილდღეობას, თუ გული, ყოველდღიური შრომა, მონდომება და ცოტათი მოთმინება არ ჩადე ამ ყველაფერში“,- წერს ნინო კვარაცხელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „ესეც ჩვენი სასიხარულო ამბავი“- ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მეორე შვილს ელოდებიან
🎥 „სადა ბანაობ შვილო... შე ვირიშვილო?!“ - რატომ აკრიტიკებს ზურა ყიფშიძე შვილიშვილს