მსახიობი ზურა ყიფშიძე, სოციალურ ქსელში შვილიშვილს, ნატალია ყიფშიძეს საჯაროდ აკრიტიკებს. როგორც ჩანს ზურა ყიფშიძის გაღიზიანება შვილიშვილის პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია.
„ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა, გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები?!
შენ ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული ?! საოცარია? ასე, ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა?!“, - წერს ზურა ყიფშიძე.
„მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად“, - უპასუხა ნატალიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ოლი ვერ გავაღიმეთ“- ნუკი კოშკელიშვილი ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს