როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი იტყუება❓
თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვმა მოგატყუათ, არ უყვიროთ, არ ეჩხუბოთ.
ნუ მოუწყობთ დაკითხვას, სიმართლის გარკვევის მიზნით. თქვენი აგრესიული რეაქცია მხოლოდ გაამწვავებს მდგომარეობას. მაგრამ, არც მოიკატუნოთ თავი რომ დაიჯერეთ.
ყველაზე ოპტიმალურია აღნიშნოთ, რომ ეს თქვენში გარკვეულ ეჭვს იწვევს და ცოტათი გიჭირთ ბოლომდე დაიჯეროთ. ასეთ დროს ყველაზე კარგია - მშვიდი და გონივრული დიალოგი. აუცილებლად ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე და ემოციებზე.
ყველა ვითარებაში, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არ არის არანაირი საჭიროება იმისა, რომ იცრუოს თქვენთან.
თქვენ კი დაფიქრდით იმაზე, თუ რატომ იტყუება ბავშვი და რატომ ცდილობს რეალური ფაქტების დამალვას?
✅ ყოველთვის ეცადეთ თქვენს მიერ მიცემული პირობა შეასრულოთ. გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო თუ ვერ ახერხებთ მიცემული პირობის შესრულებას, აუცილებლად აუხსენით ბავშვს მიზეზი და ბოდიში მოუხადეთ.
✅ ბავშვს ყოველთვის სიმართლე უთხარით. ნუ შეგეშინდებათ გულახდილობის.
✅ პროვოკაციული კითხვებით ნუ მიმართავთ ბავშვს. ამ დროს ბავშვს ყოველთვის უწევს თავის გამართლების პოზიციაში ყოფნა.
✅ ბავშვს ნუ მოახვევთ თავს ზედმეტად ბევრ წესს. ბევრი წესი - ნიშნავს მეტ ალბათობას და შანსს რომ ეს წესები იქნება დარღვეული. ბავშვმა შეიძლება მოიტყუოს, სწორედ იმიტომ. რომ ეს წესები დაარღვია და ეშინია დასჯის.
✅ წაახალისეთ ბავშვი მაშინ, როდესაც ის სიმართლეს გეუბნებათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლის თქმა არც ისეთი ადვილი იყო მისთვის. გაამხნევეთ, შეაქეთ და მადლობა გადაუხადეთ გულახდილობისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ: