რა დანიშნულება ჰქონდა ქართულ კერძებს? - ამ თემაზე სიუჟეტი მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა ზურა ბალანჩივაძემ მოამზადა, რაც მოგვიანებით საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გადააზიარა და დაწერა, რომ ქართველებს კერძების არასწორად მომზადება პირად შეურაცხყოფად მიგვაჩნია.
„ქართული კერძების გემო არავის გვეშლება და იტალიელების არ იყოს, რაიმეს არასწორად მომზადება პირად შეურაცხყოფად მიგვაჩნია. თუმცა რა დანიშნულება ჰქონდა კერძებს ჩვენს წარსულში, ამას, კვლევის გარეშე, ვერ ვიტყვით.
თუ არ ვიკვლიეთ, გამოვა თავის მოტყუება. ხოლო ვინაიდან თავის მოტყუება ისევ ჩვენ გვაზარალებს, მივმართე ექსპერტს, რომელმაც წიგნიც კი გამოსცა ქართული გასტრონომიული კულტურის შესახებ - „გასტრონომიული სიზმრები“.
ასე რომ, რაც აქ ვერ მოხვდა, დალილა ცატავას წიგნში აუცილებლად იხილავთ.
ასევე საინტერესოა, როგორ შეგვიძლია ტრადიციების შენარჩუნება ისე, რომ არც დავკარგოთ და არც დროს ჩამოვრჩეთ. ამიტომ ნახეთ ვიდეო“, - წერს ზურა ბალანჩივაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რომელი გინდა, ტამი ჯორი?“ - გიორგი მახარაძე შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
⭕„ჩვენთვის ზაფხულის პირველი დღე 19 კვირის პრინცესასთან ერთად“ - რა ფოტოს აქვეყნებს ილია თოფურიას ცოლი