დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ხელოვნური ინტელექტის (AI) შეცდომებზე საუბრობს.
მისი თქმით, AI-ით მედიცინას ვერ ისწავლი, ვერ მიიღებ სარწმუნო ინფორმაციას, რადგან სამედიცინო განათლებას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, ასევე სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია ფასიანია და ძალიან ძვირი ღირს:
„🛑D ვიტამინის მაგალითს მოვიყვან, თუ როგორ ცდება ხელოვნური ინტელექტი (AI), როგორ გაწვდის არასწორ ინფორმაციას და შეჰყავხარ შეცდომაში.
🛑 განსაკუთრებული პრობლემა და მისინფორმაცია გვხვდება მედიცინასთან დაკავშირებით
🛑 შესაბამისად AI-ით მედიცინას ვერ ისწავლი, ვერ მიიღებ სარწმუნი ინფორმაციას და სამედიცინო განათლებას სპეციფიური ცოდნა სჭირდება, ასევე სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია ფასიანია და ძალიან ძვირი ღირს“, - წერს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მარადის სიხარული არის ერთ-ერთი ნიშანი ჩვენი ქრისტიანობისა...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება