Digest Logo

„როგორ უხდებოდა ჩოხა, როგორ უყვარდა პოეზია, თეატრი, ცეკვა, ხელოვნება“ - გარდაიცვალა ახალგაზრდა მსახიობი

1711960282
პაკო თავზარაშვილი

ახალგაზრდა მსახიობი პაკო თავზარაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში კოლეგა ირინე ჩხეიძე გამოეხმაურა და გარდაცვლილს ემოციურად გამოემშვიდობა.

„პაკო თავზარაშვილი წავიდა ჩვენგან. ჩვენი პაკო.

ბავშვობიდან იდგა სცენაზე ლამაზი და ახოვანი. ის იყო ჩემი პირველი სპექტაკლის მონაწილე. როგორ უხდებოდა ჩოხა, როგორ უყვარდა პოეზია, თეატრი, ცეკვა, ხელოვნება.

სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა სპექტაკლებში. უყვარდა ჩვენი თეატრი და სულ გულშემატკივრობდა ჩვენს დასს.

მთელი დასის სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას ამ უბედურების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, ხარაგაულს“, - წერს ირინე ჩხეიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 „ალერგიისგან დამისივდა ტუჩები, შემეკრა სუნთქვა“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი

🎥 „ემოციების გამოხატვა მინდოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შვილს სიცხე ჰქონდა და ეძინა, არ მინდოდა გამეღვიძებინა“ - რას ჰყვება ნაკრების გულშემატკივარი

„აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოვაცხადეთ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე