Digest Logo

როგორ ვაცოცხლებთ ნეგატიურ სცენარებს ჩვენი ყურადღებით? - „ველი იკვებება ადამიანების პანიკით და სანაცვლოდ უფრო მეტ ნგრევას აპროვოცირებს“

1779890647
მაია მომცელიძე

ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ხსნის, თუ როგორ ვაცოცხლებთ ნეგატიურ სცენარებს ჩვენი ყურადღებით. 

მისი თქმით, მასობრივი შიში მომენტალურად ააქტიურებს ქაოსის ეგრეგორს საერთო იდეის ირგვლივ შეკრებილ ფსიქო-ენერგეტიკულ ველს. ეს ველი იკვებება ადამიანების პანიკით და სანაცვლოდ რეალობაში უფრო მეტ ნგრევას აპროვოცირებს:

„💁‍♀️ სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით საგანგაშო ტენდენციას, რომელიც გლობალურ ხასიათს ატარებს, თუმცა ჩვენს რეალობაშიც მწვავედ იგრძნობა ეს ყველაფერი. ეს არის ვირუსული კონტენტის გავრცელება კატასტროფებზე, ავარიებზე, სიკვდილზე, ომებსა და „გარდაუვალ ნგრევაზე“.

ამგვარ ავტორებსა თუ პლატფორმებს ათასობით მიმდევარი ჰყავს, რაც მასობრივი ფსიქოზის საფუძველი ხდება. არა აქვს მნიშვნელობა ემთხვევა თუ არა მსგავსი პროგნოზები რეალობას, მნიშვნელოვანი ის არის თუ რა მძიმე დესტრუქციას იწვევს ნეგატივის ეს მუდმივი ნაკადი ადამიანების ფსიქიკასა და ენერგეტიკაში.

წინათგრძნობა და ინტუიცია რეალური ფენომენია, რომელიც ადამიანს საფრთხის თავიდან ასაცილებლად და თავდასაცავად ეძლევა, თუმცა როდესაც ამ რესურსს მასობრივი პანიკის დასათესად და ნეგატიური სცენარების გარდაუვალობის მტკიცებისთვის იყენებენ, ის ნგრევის იარაღად იქცევა.

ავტორი ამ დროს მომავალს კი არ წინასწარმეტყველებს, არამედ ფორმირებას უკეთებს მას ალბათობების თამაშით:

ასობით ნათქვამი უბედურებიდან ერთი თუ დაემთხვა, მასობრივ ცნობიერებაში ის ფიქსირდება, როგორც „ჭეშმარიტება“, ხოლო უამრავი აუსრულებელი სცენარი უბრალოდ დავიწყებას მიეცემა ხოლმე. თითოეული ვიდეო ათასობით ადამიანს ართმევს სიმშვიდეს, სასიცოცხლო ენერგიასა და ფოკუსს.

ამ დროს რეალურად მუშაობს კოლექტიური მანიფესტაციის მექანიზმი:

📝 სამყაროს მთავარი კანონი სწორედ ეს არის, სადაც არის ყურადღება, იქ მიედინება ენერგიაც. როდესაც ათასობით ადამიანი უყურებს ვიდეოს მოსალოდნელ კატასტროფაზე, ისინი საკუთარი ფსიქიკური რესურსით იწყებენ ამ ნეგატიური სცენარის გამოკვებას.

📝 შიში ყველაზე დაბალი ვიბრაციაა. მასობრივი შიში მომენტალურად ააქტიურებს ქაოსის ეგრეგორს საერთო იდეის ირგვლივ შეკრებილ ფსიქო-ენერგეტიკულ ველს. ეს ველი იკვებება ადამიანების პანიკით და სანაცვლოდ რეალობაში უფრო მეტ ნგრევას აპროეცირებს.

📝 მასობრივი ფსიქოზი მოქმედებს როგორც მაგნიტი. მაშინაც კი თუ კონკრეტული ავტოკატასტროფა, ნგრევა თუ უბედურება საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, კოლექტიური შიშის ტალღა სივრცეში აჩენს ხვრელს, რომელიც ალბათობების ველიდან ფიზიკურ დონეზე იზიდავს და მატერიალურ პლანზე აცოცხლებს ნეგატიურ შემთხვევას. როდესაც ასეთ კონტენტს ვუყურებთ, ვრეაგირებთ ან ვუზიარებთ სხვებს, ჩვენ უბრალო მსმენელები აღარ ვართ, არამედ ამ დაბალი ვიბრაციის თანამონაწილეები და მოვლენების უნებლიე თანაავტორები ვხდებით.

🎯 ამიტომ როდესაც ნეგატიურ ტალღას აწყდები, იმოქმედე საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად: ✨ მართე ყურადღების ფოკუსი: შემდეგ ჯერზე როდესაც ეკრანზე მსგავს ვიდეოს შეხვდები, არ ჩაუღრმავდე, არ წაიკითხო კომენტარები და არ ჩაერთო დისკუსიაში.

✨დაბლოკე ნეგატივის წყაროები: აქტიურად გამოიყენე სოციალური ქსელების ალგორითმები შენს სასარგებლოდ მონიშნე კონტენტი, როგორც "არ მაინტერესებს" (Not Interested) ან სრულად დაბლოკე გვერდები, რომლებიც მუდმივად შიშსა და პანიკას თესავენ.

✨ გაფილტრე საინფორმაციო ველი: ყოველდღიურად გამოყავი დრო ციფრული დეტოქსისთვის და ჩაანაცვლე დესტრუქციული სიახლეები ისეთი მასალით, რომელიც შენს განვითარებას, სიმშვიდესა და შინაგან გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

💎 შენი ყურადღება შენი ყველაზე ძვირფასი რესურსია. ნუ აჩუქებ მას შიშის ეგრეგორს, რადგან შენი შინაგანი სტაბილურობა არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ გარემო რეალობაც დამშვიდდეს და გაჯანსაღდეს“, - წერს მაია მომცელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ გვიზიდავს თვითდიაგნოსტიკა და სად გადის ზღვარი - რა საფრთხეებზე საუბრობს ფსიქოლოგი

„სიმდიდრე და ძალაუფლება უფრო ცხოვრების კომფორტს განაპირობებენ, ვიდრე ბედნიერებას“ - რა განსაზღვრავს ადამიანურ ურთიერთობებს?

ღვაწლმოსილი არქიტექტორი ნელი გვასალია გარდაიცვალა