ინფექციონისტ მარინა ენდელაძის შვილის ირაკლი ძმისტარაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. ენდელაძე ფეისბუკის პირად გვერდზე შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს რომ მის გარეშე ცხოვრება უჭირს.
„5 წელი... როგორ ვუძლებ ამ სიმწარეს არ ვიცი დე, ალბათ შენ მაძლიერებ, წუწუნი არ გიყვარს, ახლაც საყვედურს მეტყვი წარსულში ვერ მოგმართავ, არ შემიძლია...“ - წერს ენდელაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის ირაკლი ძიმისტარიშვილი მარინა ენდელაძის ერთადერთი შვილი იყო. ის 2017 წლის 28 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა.
ირაკლი ანტალიაში დაიღუპა სადაც 13 წლის შვილი ჩოგბურთის ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი