სოციალური ქსელის მომხმარებელი თაკო სონღულაშვილი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გალაკტიონს რომ ფეისბუკი ჰქონოდა, პროფილზე მგლის ფოტო ექნებოდა, ან ქავერზე მაინც.
ჩაბნელებული ფეისბუკი - 1 ფოტო, 1 ქავერი, 21 ფრენდი.
ილია ჭავჭავაძეს profile photo-ზე თავის და ოლღას ფოტო. სულ გრძელ-გრძელ პოსტებს დაწერდა, მის დაპოსტილ წერტილსაც კი ათასობით ლაიკი და შეარი ექნებოდა. როგორც მთავარ ოპინიონ მეიკერს.
აკაკი წერეთელი კი - თავის გამოპრანჭულ ფოტოს და ზოგადად, სულ თავის ფოტოებსა და სელფებს დადებდა. ხანდახან ლექსებს. ხან აღმას დაჩექინებოდა, ხან - დაღმას. უფრო ინსტაგრამ ინფლუენსერი იქნებოდა.
ზაქარია ფალიაშვილს ქავერზე - თავისი დიდი ოჯახის ფოტო, პროფილზე - თავად. პოსტებად მხოლოდ ოპერების იუტუბ ლინკები და ახალი ტრეკები. ნადეჟდა ბუზოღლი ყველა მის პოსტს დაალაიკებდა
იოსებ გრიშაშვილს - ქავერზე - ნარიყალა, პოსტებად - ლექსები ქალებზე და ხარფუხზე. იქნებოდა თბილისური ამარკორდისა და ფოლორცის მთავარი ადმინი. არტარეაზე ექნებოდა თავისი რუბრიკა - თბილისის ბოჰემა.
ფრენდებში ქალები, ყარაჩოხელები და კინტოები.
ვაჟა ფშაველას ფეისბუკი არ ექნებოდა - რა კაცის საქმე სეისბურგიაო - იტყოდა.
ნოდარ დუმბაძე = დათო გორგილაძე.
დანარჩენი მეზარება, მაგრამ ერთს დავამატებ: არავითარ სტამბა, ფაბრიკა და ა.შ. ყველა ორთაჭლის საამო ბაღებში დაჩექინებოდა ყოველ პარასკევს“, - წერს თაკო სონღულაშვილი
წყარო: www.facebook.com