„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და შესაძლოა, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს.
იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ლაციოსთან“ მატჩში მუხლის დაზიანება მიიღო, რის გამოც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმა დაადასტურა. ხვიჩამ უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო პროცესის გავლა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, როგორც მომღერალი ზურა ხაჩიძის გამოქვეყნებული ფოტოდან ხდება ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით ირონიული კომენტარები მოჰყვა.
„როგორი ნაბოზარი უნდა იყო ამის დამწერი! მალე გამოჯანმრთელება“, - წერს ზურა ხაჩიძე და აღნიშნულ ფოტოს აქვეყნებს.