Digest Logo

„როგორც ჩანს ძალიან აგაღელვათ ჩემმა ვიდეომ, მიხვდით, რომ ხვალ შეიძლება შემდეგი თქვენ იყოთ“ - ნათია ბერიძე

1674544469
ნათია ბერიძე

ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი.

👉დომენიკ მანგო ნათია ბერიძეს უპირისპირდება

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში განკითხვის საგნად იქცა და ჟურნალისტმა საზოგადოების მხრიდან ძალიან ბევრი კრიტიკა მიიღო.

ახლა კი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მოქალაქეებს ვიდეოს ყურების შემდეგ იმის შეეშინდათ, რომ შემდეგი შეიძლება ნებისმიერი იყოს, ვისაც ქუჩაში გავლისას იმას ეტყვიან, რასაც იმსახურებენ.

„როგორც ჩანს, ძალიან აგაღელვათ ჩემმა ვიდეომ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმეს ბერძენიშვილზე გული შეგტკივათ, არამედ იმიტომ, რომ პრეტენდენტმა შეგაშინათ, მიხვდით, რომ ხვალ შეიძლება შემდეგი თქვენ იყოთ და ქუჩაში ხალხმა ის გითხრათ, რასაც თქვენზე ფიქრობენ და იმსახურებთ.

დიახ! ყველგან, ყოველთვის ხალხი გაგცემთ პასუხს, დაღლილი ხალხი და დრო დადგა ის გავაკეთოთ, რაც დიდი ხნის წინ უნდა გვექნა, თქვენი ადგილი მიგიჩინოთ. ასი, ათასი და ათი ათასი კაციც რომ შემომასიოთ, ეს ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, რაც არის, რაც ვთქვი და რასაც ახლა ვწერ.

ნავსი გატყდა და ამან გაგაგიჟათ. იმის იქით რომ მე პროფესია ან სამსახური მაქვს, ვარ მოქალაქე, რომელსაც სრული უფლება მაქვს აზრი გამოვხატო და თქვენნაირებისგან დავიცვა საქართველო. თან ზუსტად იცით, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ მაინც გამხელთ, მაინც არ მოგცემთ უფლებას ქვეყანა არიოთ!

ასაკს პატივს არ სცემო, 90 წლის პატრიარქს მიგინებთ ყოველ დღე და მაშინ არც ასაკი და არც ჭაღარა გახსენდებათ. არ გამოვა ასე, ახლა ჩვენი ჯერია. საკუთარი დროშა რომ არაფრად გიღირთ, ეგ ხართ თქვენ…

„თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად” - ზვიად გამსახურდია. ეს არის თქვენი მიზანი და არ გამოგივათ!“, - წერს ნათია ბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ბრალდებული იტყუებოდა, ვითომ დეკანი იყო და უნივერსიტეტში სტუდენტების ჩასარიცხად 5 000 ლარამდე ითხოვდა - შსს

🎥 „გთხოვთ, ვიდეო ნახეთ თავიდან ბოლომდე... ჩემი ოპერაციის სრული ისტორია“ - გიორგი სუხიტაშვილის საგანგებო მიმართვა

🔵„წელიწადი და ოთხი თვეა ნიკოს მაჯის საათს ვეძებ, ნივთები დაგვიბრუნდა, ექსპერტიზა დასრულდა“ - რას წერს კვარაცხელიას დედა