ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი.
„რა ვქნა, ვერ მოვითმინე. დავინახე და როგორ არ მეთქვა სათქმელი?!“, - წერს ნათია ბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ძალიან ბევრჯერ მოჰყვა.
ცნობისთვის, ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პიკეტირება მოაწყო და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრა გააუქმეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ხალხი ფეხზე დგას, აქ არ მოვასვენებინებთო“ - მეზობელი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე