ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ უთხრა, რომ ის არაკაცია, ერეკლე მეფე კი გმირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი ვინც ამ კადრებს ეხმაურება ბლოგერი დომენიკ მანგოა, რომელიც ჟურნალისტ მიმართავს, რომ ის ლევან ბერძენიშვილის ფრჩხილადაც არ ღირს.
„რო გამოდიხარ ვიღაც პელენწუკა და ადამიანს ჩემი სახელით აყენებ შეურაცხყოფას, ვინ ხარ საერთოდ... ჩემი სახელით რო გამოდიხარ და ატარტალებ ენას...“, - მიმართავს დომენიკ მანგო, ნათია ბერიძეს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ძალიან ბევრჯერ მოჰყვა.
ცნობისთვის, ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პიკეტირება მოაწყო და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრა გააუქმეს.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ველოდები კომენტარებში ისტერიკას, თუ როგორ ვბედავ ამას“ – რას წერს თამუნა მუსერიძე
🔵„ჩემი და მარიტას თანაცხოვრების 2 წელი დღეს შესრულდა, მიყვარხარ უსაზღვროდ“ - გიორგი გასვიანი