Digest Logo

„როგორც ჭეშმარიტ გურულ-მეგრელს შეეფერება“ - გიორგი კეკელიძე უსაყვარლესი შვილის ფოტოს აქვეყნებს

1752835494
გიორგი კეკელიძე

ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე, მარიამ სოსელია, მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს. მწერლის ოჯახში განსაკუთრებული დღეა, მათ კეკეს ნათლობა აღნიშნეს, რისი ამსახველი ფოტოები სოცქსელში გიორგიმ გაუზიარა გამომწერებს.

აღსანიშნავია, რომ პოეტი ხშირად უზიარებს საზოგადოებას გულწრფელ, ოჯახურ გარემოში გადაღებულ სასიამოვნო კადრებს. ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც უზიარებს მის გამომწერებს.

ამჯერად, გიორგი სოციალურ ქსელში უსაყვარლესი შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს: 

„როგორც ჭეშმარიტ გურულ-მეგრელს შეეფერება, უკვე იცის, რომ გაბმული ტირილი კოლიკა გვგონია და მანქანაში ვსვამთ და ვახეტიალებთ. ჰოდა, როგორც კი სამანქანო სავარძელში ვსვამთ - ოთახშივე ჩერდება. მოცემული კადრი დეტალია ამ პროცესიდან.“

ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა: 

„მზის ქუნქულა ხარ“,

„ვგიჟდები საოცარი ბავშვი ხარ“, 

„პატარა ჩიტი“,  - წერენ კომენტარებში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამორჩეული წყვილი“ - ქეთევან ხატიაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕გაიცანით პირველი ქართველი, რომელმაც სიმაღლეში ზრდის ოპერაცია გაიკეთა - „ჩემი ნებით დავიმტვრიე ძვლები“

🎥 „ყველაფერი უხდება ამ გოგოს“ - თიკა ფაცაციას და ქსოვრელების ექსპერიმენტი, რომელიც სოცქსელს იპყრობს