Digest Logo

გაიცანით პირველი ქართველი, რომელმაც სიმაღლეში ზრდის ოპერაცია გაიკეთა - „ჩემი ნებით დავიმტვრიე ძვლები“

1752828201
 ირაკლი არჩვაძე.

36 წლის ირაკლი არჩვაძე, პირველი ქართველი კაცია, რომელმაც კიდურების დაგრძელების ოპერაცია გაიკეთა - რატომ გადაწყვიტა მან ამ ოპერაციის გაკეთება და შეიცვალა მის ცხოვრებაში? - ამის შესახებ იგი გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს.

მისი თქმით, თავს მაღალ გოგოებთან კომფორტულად ვერ გრძნობდა და სწორედ ეს გახდა ოპერაციის გაკეთების მოტივი. მან ოპერაცია თურქეთში გაიკეთა, რომელიც დაახლოებით ჯამში 42 000 ევრო დაუჯდა.

„თავს მაღალ გოგოებთან კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, როცა ისინი ზემოდან მიყურებდნენ ჩემს დომინანტობას რაღაცნაირად აკნინებდა, მაღალ გოგოებს მოვწონდი სულ. 

ახლა რეაბილიტაციას გავდივარ და ჯერ „დეითები“ არ მქონია და ვნახოთ რა შეიცვლება. 

ჩემი სიმაღლე იყო 1,70სმ-ი და სურვილი იყო მომემატა დაახლოებით 10სმ-ით. 

ოპერაცია თურქეთში გავიკეთე, ტეხენ ბარძაყის ძვალს და დებენ ხელოვნურ იმპლანატს და ხდება 3 თვის განმავლობაში ადამიანის სიმაღლეში ზრდა დაახლოებით 9-10 სმ-ით“, - ამბობს ირაკლი არჩვაძე.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უსაფუძვლო შიშები ვაქცინაციასთან დაკავშირებით აფერხებს დროულ პრევენციას“ - ექსპერტების გაფრთხილება!

🎥 „ყველაფერი უხდება ამ გოგოს“ - თიკა ფაცაციას და ქსოვრელების ექსპერიმენტი, რომელიც სოცქსელს იპყრობს

🎥 „არ არის სასურველი ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია“ - 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან