ქართველი მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ყოფილ მეუღლესთან, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან სასამართლო პროცესის შემდეგ, ამჯერად მუსიკალურ სამყაროში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას.
უჩვეულოა, თუმცა ნეკამ სოციალურ ქსელში ყოფილი ქმრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ფოტოები გაავრცელა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
აღნიშნულმა ქმედებამ გამომწერებში ეჭვი გააჩინა, შერიგდნენ თუ არა ისინი, თუმცა ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:
„ნიკა იყო ადამიანი, რომელსაც როგორც ქალი ყველაზე მეტად ვუყვარდი.
როცა გადის წლები და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს, ვფიქრობ, ის იყო ბიჭი, რომელიც მეც მთელი გულით შემიყვარდა“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილს ერთი საერთო შვილი ჰყავთ.
ცნობისთვის, ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენზე 2025 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესეთ: