დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას შესახებ წერს.
მისი თქმით, დემნას შეეშალა, როდესაც ძველ თაობაზე არც თუ ისე კარგი ფრაზები გააჟღერა.
ბაკურაძე მიიჩნევს, რომ ის რაც დღეს გაგვაჩნია სწორედ იმ თაობის დამსახურებაა და მათ ბევრი სისხლი დაღვარეს იმისთვის, რათა ქართული გენი და ჯიში დღემდე მოსულიყო.
„მე ახლა წავიკითხე ერთი ძალიან ცნობადი ადამიანის (ეროვნებით ქართველის) სიტყვები საქართველოსთან დაკავშირებით.
თუ ეს სიტყვები მართლა მას ეკუთვნის მაშინ მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი რაც მას გააჩნია და რითაც დღეს ამაყობს საქართველოთი აქვს შესისხლხორცებული, ჭკვიანურად წაღებული და გამოყენებული. ეს ჭკუაც ამ სისხლისა და ხორცის, ამ გენის, ქრომოსომების, ქართული X და Y -ის დამსახურებაა.
ყველაფერი ეს კი იმ თაობამ შექმნა რომელსაც წინა თაობას ვეძახით!
ჩვენმა წინაპარმა დაღვარა სისხლი იმისათვის, რომ ქართული გენი და ჯიში დღემდე მოსულიყო! ყველა წინა თაობის დამსახურებაა ყველა მომავალი თაობის არსებობა, განვითარება და წინსვლა!
რომ არ დაწერილიყო „ვეფხისტყაოსანი“ რას დააწერდი Levi’s - ის გამოგონილ ქურთუკებს ნიჭიერო ქართველო?
იმ თაობის დიდი და შესანიშნავი ნაწილი, რომლის გაწყვეტასაც ელოდები, იმ მხარისათვის ბრძოლაში უკვე გაწყდა საიდანაც წარმოიშვი!
ეს თაობა კიდევ იომებს სისხლის ბოლო წვეთამდე იმისათვის, რომ მომავალ თაობას გზა გაუკვალოს და მათ ისეთ წარმატებას მიაღწიონ როგორსაც შენ მიაღწიე!
ის თაობა, რომლის სიკვდილსაც ელოდები, დღესვე დადებს თავს საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მომავლისათვის, რომ შენ და შენს თაობას არ მოუწიოს ამის გაკეთება! დაიმახსოვრე! წინაპრის გარეშე არც აწმყო არსებობს და არც მომავალი დემნა!“, - წერს ბაკურ ბაკურაძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘 🎥 სად არის გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი - ნახეთ, ვიდეო