ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილზე წერს.
როგორც გავრცელებული პოსტიდან ვკითხულობთ, რომ არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, დღეს ის ცოცხალი არ იქნებოდა.
„არც ერთ ეთერში არ მისაუბრია დორბლიანის მომხრეებთან ენის მოჩლექით. შეურაცხყოფის და გინების გარეშე ვახერხებდი არგუმენტებით და პირში ჩალაგამოვლებულები რჩებოდნენ!
მიმაჩნია მარტო ხალხს არა - ჩვენს მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს დღის წესრიგში უნდა ჰქონდეთ, არავინ გაბედოს აუგის თქმა ერისკაცზე! მედიამ უნდა ისწავლოს კრიტიკული ანალიზი და შეძლოს თავი დააღწიოს ლიბერალური ფაშიზმის იდეებით მოწამლული ხალხის გავლენისგან!
რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მის გვერდით მდგომი ადამიანები ამ უთანასწორო ბრძოლაში, უღალატო და ერთგული ადამიანები, ვისთვისაც სამშობლო პრიორიტეტია, არავინ იცის რა ჯანდაბა იქნებოდა დღეს!
ტკივილი დაკარგული წლების, დაკარგული ადამიანების, განადგურებული ოჯახების, თავზე დაქცეული ცხოვრების არ ქრება ასე მარტივად!!! მით უმეტეს თავს მოხვეული კოჰაბიტაციის და „გაბლატავებული“ ნაცების ფონზე!!!!
მით უმეტეს ამდენი მოღალატე და კარგად გამძღარი და დღეს ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი, ნაცებთან ფარულ კოლაბორაციაში მყოფი პოლიტიკანების ფონზე - იმათ ვისაც ნდობა ხალხმა ნაცების წინააღმდეგ გამოუცხადა და დღეს რიგში არიან როგორ შეუძვრნენ ბელადს!!!
და იცით რა? რომ არა ბიძინა ივანიშვილი - დღეს მე ალბათ ნამდვილად გარდაცვლილი ვიქნებოდი და თქვენი არ ვიცი! ამიტომაც ვიქნები ამ ადამიანის მადლიერი სიცოცხლის ბოლომდე და ამიტომაც არავის გავუტარებ ღალატს და ორმაგ თამაშს, ვინც არ უნდა იყოთ!
და ამიტომ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ერთგულება, სამართლიანობა, სიმართლე - მე ხმას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს, მის პოლიტიკას და გზას, საქართველოში მშვიდობას, განვითარებას და კეთილდღეობას“, - წერს ნუკა არველაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველას ძალიან დიდი მადლობა“ - ბარბარა სამხარაძე 24 წლის გახდა
⭕„სადაც ხარ, იყავი ბედნიერი“ - ბაბი კირკიტაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
🎥 როგორ ცეკვავს ორსული მარიამ მათიაშვილი - მოცეკვავე ახალ კადრებს გვიზიარებს