Digest Logo

„რომ გეუბნება, მთავარი შინაგანი პატიოსნებაა, ვერც კი ხვდება, რომ ამ დროს შეურაცხყოფას გაყენებს“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე

1780340440
თეოდორე გიგნაძის

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„ურწმუნო ადამიანი საუბარს რომ დაგიწყებს,
რომ დაინახავს, რომ მღვდელი ხარ, გეტყვის:
— "მთავარია ადამიანი შიგნით როგორია, ხომ მამაო?"
— "მთავარია ადამიანი სიკეთეს აკეთებდეს, ხომ? მთავარი ეს არ არის?"
— "შიგნით როგორია ესაა მნიშვნელოვანი, დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს?"
...
და ამით, შენ რომ გეუბნება, რომ მთავარი შინაგანი პატიოსნებაა(და მე პატიოსანი ვარ),
ვერც კი ხვდება, რომ ამ დროს შეურაცხყოფას გაყენებს,
იმიტომ, რომ თუ მთავარი შინაგანი პატიოსნებაა
და შენ, ეკლესიაში რომ ხარ,
ღამეებს რომ ათენებ,
თან რომ მღვდელი გახდი,
თუ ეს საჭირო არ არის — სულელი ხარ, აბა რა ხარ?!
და ამას ვერ ხვდებიან ადამიანები...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედოფალო, სრულყოფილება...“ - ნუცა ბუზალაძის ახალ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„სამყარო არ მუშაობს პრინციპით: „ცუდი დაისჯება, კარგი კი ზეციურ ბუღალტერიაში ჩაეწერება და დაჯილდოვდება“ - რას წერს ტაროლოგი

ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - „დებივით ხართ, ბედნიერი დასვენება“