Digest Logo

🎥 „რომის პაპმა პორტალი გახსნა, სადაც უფლება მისცა არასწორ, ნეგატიურ ენერგიებს შემოსულიყვნენ... ყველა გაიგებთ, რომ ბავშვი შეეწირა ამ ქმედებას...“ - გოგა მანია შოკის მომგვრელ წინასწარმეტყველებას ავრცელებს

1736705345
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე.

მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

იგი ამჯერად ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

„ამერიკაში ეს ცეცხლთან დაკავშირებული საკითხები ასე უბრალოდ არ წყნარდება. შენობაზე უნდა მოხდეს თავდასხმა, რომელიც ამ წელს მოხდება. დიდი იმედი მაქვს რომ ეს თეთრი სახლი არ იქნება. კიდევ ერთ შენობაზე მოხდება თავდასხმა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპება.

ცეცხლს ნგრევა მოჰყვება. ამერიკაში რა თქმა უნდა, ასევე მიწისძვრა და წყალთან დაკავშირებული პრობლემები. წითელი ვარდების სასაფლაო უნდა მოირწყას.

ამერიკა უკვე ბრძოლას და შეტევას იწყებს. ვულკანების ამოფრქვევა ამერიკიდან და საქართველოდან შორს არის. ორი ვულკანის ამოფრქვევა. იტალიაში იქნება, თუმცა მძლავრი არა. ბავშვები არიან ბევრი ასეთ შენობაში, რომელიც ჩამოინგრევა.ასევე იქნება სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა. მდინარე წითლად იღებება.

პოლიტიკური პარტიის წევრი გადადგება საქართველოში, რომლის ქმედება დიდ გაკვირვებას გამოიწვევს.მომღერალი ან მსახიობი ქალია ამის გარდაცვალება უნდა გავიგოთ. ეს აუცილებლად ასე იქნება. 

ან აზერბაიჯანის ან სომხეთის საზღვარზე მალე პრობლემებს გავიგებთ. დიდი ოდენობით იარაღი ან ნარკოტიკია. ძალიან დიდი ყურადღება გმართებთ, რადგან დახურული ყუთებია. აკრძალული ნივთებია, რომელზედაც ხმაური იქნება. მიწისძვრა მაინც არის მოსალოდნელი საქართველოში, თუმცა დამანგრეველი არა. მცოცავი მიწა ჩანს. ასევე გაუფრთხილდით ბავშვებს. ყურადღებით იყავით და შეეცადეთ, რომ საჭესთან წინ არ გყავდეთ. კალთაშიც კი. ყურადღებით იყავით გაზთან და ლიფტთან. მატარებელთან დაკავშირებული საფრთხეა და შიგნით ცეცხლი ჩანს.

ყველაზე ნაკლები ნგრევა საქართველოში უნდა მოხდეს და ზოგადად საქართველო ავიწყდებათ ცოტა ხნით. ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, შესაბამისად ვერაფერს დააკლებენ. ძლიერდება ფინანსურად ჩვენი სამშობლო. დაცულია ყოველი მხრიდან. შეეცდებიან საქართველოს ხაფანგზე წამოგებას. შესაძლოა მიწაზეც იყოს საუბარი, რომელიღაც საზღვარზე. ყურადღებით იყვნენ მეზღვაურები, რადგან გატაცებისა და შემდგომ ვაჭრობაზე იქნება საქმე.

იტალიაში არის მიწისძვრები და წყალთან დაკავშირებული საფრთხეები. 2025-ში რომის პაპმა პორტალი გახსნა, სადაც უფლება მისცა არასწორ, ნეგატიურ ენერგიებს შემოსულიყვნენ. პრობლემებს ზუსტად ეს გამოიწვევს - დიდი პორტალის გახსნა. ყველა გაიგებთ, რომ ბავშვი შეეწირა ამ მდგომარეობას. ხშირად დგება რთული ვითარებები, რაზედაც გული ძალიან მწყდება“, - ამბობს გოგა მანია ვიდეოში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სანამ ჩემი სიმღერა გამოვა...“ - ბარბარა სამხარაძე იტალიურად ამღერდა

⭕„ყოველი მომენტი სავსე იყო ნამდვილი ემოციებითა და მარადიული ელეგანტურობით...“ - უახლესი კადრები მომღერალ მარიამ ელიაშვილის ქორწილიდან

🎥 სიმპსონები კალიფორნიის ხანძარს 20 წლის წინ „წინასწარმეტყველებდა“ - უცხოური მედია