ექიმი, ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც სოციალურ ქსელში საზოგადოებას სამედიცინო სახის ვიდეორგოლებს უზიარებდა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაბრუნდა და ადამიანებს უსასყიდლოდ საინტერესო და სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მედიკოსი კუჭის დამცავი ამბების შესახებ საუბრობს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფეხების კუნთების სპაზმს იწვევს.
„კუჭის დამცავები იწვევენ ფეხების სპაზმს, საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს კუჭის დამცავს, ანუ ეს არის საშუალება კუჭში მჟავიანობის დაქვეითების.
ეს საშუალებები ასევე იწვევს კუნთების სპაზმს, როგორ?
თუ ადამიანი მათ თვეების განმავლობაში სვამს, მაშინ ქვეითდება ორ ვალენტიანი მეტალების შეწოვა. მაგალითად: მაგნიუმი, კალციუმი. ჰოდა როცა ადამიანს უქვეითდება მათი შეწოვა, ეწყება კუნთების სპაზმიც“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
@giorgighoghoberid7 ♬ original sound - ექიმი გიორგი ღოღობერიძე
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 🎥 „ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება!“ - კადრები შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღიდან