ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ემოციურ კადრებს ხშირად გვიზიარებს სოცქსელში.
18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.
ნუცა 25 ოქტომბერს 27 წლის გახდებოდა.
ამჯერად მაიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ყველაზე მეტად ნუცას დაბადების დღის თარიღის დადგომა უჭირს:
„როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა, ჩემს მდგომარეობაში მყოფმა ერთმა ქალმა მითხრა, ყველაზე მეტად თარიღები გაგიჭირდება და მოემზადე თარიღებისთვისო.
ახლა როცა მე მომმართავენ დასახმარებლად, ზუსტად იმავეს ვეუბნები მეც, ახალი წლისთვის, გარდაცვალების დღისთვის. მე ყველაზე მეტად დაბადების დღე მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი გავიდა.
ამ დროს არ ვმეტყველებ, არავისთან ვკონტაქტობ, იცით სტრესისგან როგორი განცდა მაქვს? თითქოს გცემეს, ხელები და ფეხები ატროფირებული გაქვს, სულ თავბრუ გეხვევა...“, - ამბობს მაია ასათიანი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სწორედ ეს სტრატეგია მიგვიყვანს წარმატებამდე...“ - 27 ოქტომბრის კოსმოსური ამბები და დღის აფირმაციები