Digest Logo

„როცა დედა ხდები, აღარავინ გეკითხება შენ როგორ ხარ? შენც ხომ არ შეგხვდა ვირუსი? ხომ არ მოგშივდა?“ - რას წერს თეო დალაქიშვილი

1698069459
მრავალშვილიანი დედა

სოციალური ქსელის მომხმარებელი თეო დალაქიშვილი ფეისბუკზე 4 შვილის დედაზე წერს, რომელსაც მთელი საღამო ეძებდნენ და ერთ-ერთ პარკში შეშინებული და დაბნეული იპოვეს. 

„გუშინ საღამოდან მოყოლებული ეძებდნენ 4 შვილის დედას, პარკში იპოვეს შეშინებული და დაბნეულიო.
ხალხო ხშირად ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს, ვისაც შვილები ჰყავთ, როგორ არიან, როგორ მიდის მათი დღე, დასვენება თუ მოასწრეს, ჭამა, ბანაობა და გამოძინება.

როცა დედა ხდები, აღარავინ გეკითხება შენ როგორ ხარ? შენც ხომ არ შეგხვდა ვირუსი? შენც ხომ არ გაცივდი? შენც ხომ არ მოგშივდა? შენც ხომ არ გინდა პარკში ჰაერზე გასეირნება? ფილმის ყურება?

4 შვილი ნიშნავს 4 მშობიარობას, 4 პოსტსამშობიარო დეპრესიას, და მინიმუმ 4-6 უძილო წელს (მინიმუმ)
და იმხელა მულთითასქინგ ენერგიას, რომელიც არავის გააჩნია და ვერაფერს შეადარებ.

მოიკითხეთ რა თქვენი მეგობარი დედები, ყავაზე დაპატიჟეთ, კინოს ბილეთი უყიდეთ, უბრალოდ გაასეირნეთ, მარტო, ბავშვების გარეშე. ქალაქიდან გაიყვანეთ 1 დღით, დილით გამოძინების სანაცვლოდ ბავშვებთან თამაში შესთავაზეთ.

უდიდესი ბედნიერებაა შვილის ყოლა, მაგრამ ადამიანად დარჩენაც საჭიროა და ამისთვის ადამიანური ემპათიაა საჭირო, რაც დედების და ბავშვების მიმართ, ამ ქვეყანაში ზოგი წამლის არ იყოს, დეფიციტშია“, - წერს თეო დალაქიშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას რომაული ქორწილი

🔵🎥 სად იცხოვრებენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე - კვარაცხელიას გასაიდუმლოებული ქორწილის ექსკლუზიური დეტალები

🔵სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას რომაული ქორწილი