ქართველი ძიუდოისტების წყვილი, ეთერ ლიპარტელიანი და თემურ ნოზაძე, სოციალური ქსელის გამომწერებს მორიგი რომანტიკული კადრებით ანებივრებს. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვიდეოს გვიზიარებს, სადაც მეუღლე მის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებს.
ვიდეოში თემურ ნოზაძე ხაზს უსვამს ეთერის ტიტულებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ტატამის მიღმა ის განსაკუთრებულად ლამაზი და ნაზია.
„ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი. როგორია... უბრალოდ, კიმონო არ აცვია. ჩემი სიყვარული, ჩემი ლამაზი მეუღლე ვინ არის?! ძალიან მიყვარხარ. გოგო რა ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი ხარ“, - ამბობს ნოზაძე ვიდეოში.
წყვილი, რომელიც ქართული სპორტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ წყვილად ითვლება, ხშირად აზიარებს საერთო კადრებს, რაც ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით ემოციებს იწვევს გულშემატკივრებში:
„რა კარგები ხართ იხარეთ იმრავლეთ“,
„რაც გულში გაქვთ ღმერთმა აგასრულებინოთ, უფალმა დაგლოცოთ,მიყვარხართ ძალიან, თქვენი უცნობი ბებია“,
„ღმერთმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და გაგახაროთ ახალგაზრდებო.“,
„ძალიან კარგები და წარმატებული ხართ, ჩვენო სიამაყე უფალი გფარავდეთ. ამინ“,
„როცა ქმარი ამაყობს თავისი მეორე ნახევრით, ამაზე ლამაზი სანახავი არაფერია წარმატებებს გისურვებთ!“, - წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანი ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი სპორტსმენია, რომელმაც არაერთხელ ასახელა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გირჩევთ ახალი ურთიერთობის დაწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი