
ნინი შერმადინი, რომელიც წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილი დედის მონატრებაზე წერს:
„როცა მენატრება ძალიან, მის ფეისბუკ გვერდზე შევდივარ და ვკითხულობ, სტატუსებს, კომენტარებს, მოწერილებს და მგონია, რომ ახლა ველაპარაკები...
რანაირად უძლებთ ამ ტკივილს? რანაირი გაუსაძლისია...
დედისგან ნათქვამი მიყვარხარ, ყველაზე ტკბილი მოსასმენია... ღმერთმა 100 წელი გიმყოფოთ ყველას თქვენი დედიკოები.
დედა მიყვარხარ ძალიან!“,- წერს მომღერალი.
ცნობისთვის, მომღერალს 2020 წელს ჯერ მამა გარდაეცვალა. ცოტა ხნის შემდეგ კი დედა, კორონავირუსის გართულებით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: