Digest Logo

„როცა ქრისტეს სახელით სიკეთეს აკეთებ, ადამიანები ხდებიან მოტივირებულნი... შენ ამ სხეულის უჯრედი ხარ“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1764231192
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ქრისტეს სახელით სიკეთის კეთება...

იმიტომ, რომ როცა შენ ქრისტეს სახელით სიკეთეს აკეთებ, ადამიანები, რომლებსაც ეს სიკეთე გაუკეთე ქრისტეს სახელით - ხდებიან მოტივირებულნი, რომ სიკეთეზე სიკეთით გადაგიხადონ და შენზე მლოცველები ხდებიან მარადისობაში, ანუ მარტო არ ხარ,  შენ ძვირფასი ხარ ამ ადამიანებისათვის და ეს ადამიანები ქმნიან ეკლესიის სხეულს - ანუ ქრისტეს მისტიკურ სხეულს.

შენ ამ სხეულის უჯრედი ხარ და შეიძლება ვერ ხარ ისეთი „ხარისხიანი“, როგორიც ისინი არიან, მაგრამ შენ მათთვის ძვირფასი გახდი და ისინი შენ ხელს არ გიშვებენ და გახსოვთ იაკობ მოციქული რას გვასწავლის?!

როგორი დიდი ძალა აქვს მართალი ადამიანის ლოცვას ეკლესიაში?! გესმით რაშია საქმე?!
ასე განაგო უფალმა...

ქრისტეს სახელით სიკეთეს ვიქმოდეთ, რისი საშუალებაც გვაქვს, რისი ნიჭიც გვაქვს, რა უნარებიც მისცა უფალმა ადამიანს...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მარიამ ელიაშვილის წინასაახალწლო განწყობა - მომღერალი აშშ-ს განათებულ ქუჩებში შვილთან ერთად სეირნობს

„ძალიან „ტრენდულია“ ყავისფერი, თუმცა წინ წამოიწევს...“ - დალი ჩიტალაძე გვირჩევს, რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

🎥 „ჩემი ლამაზი შვილი...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლევან კბილაშვილის დედა