„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უამრავ დადებით კომპლიმენტსაც იღებს.
ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ხშირად უზიარებს.
თათამ ამჯერად ცხოვრებისეული რჩევები გამოაქვეყნა, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„არასდროს არავის შეადარო თავი! შენ ყოველთვის იქნები ვიღაცაზე რაღაცით ნაკლები, ამავდროულად, მასზე მეტი სხვა რაღაცით. მიიღე და შეიყვარე შენი უნიკალურობა! აღმოაჩინე შენი ძლიერი მხარეები! შეადარე შენი თავის საუკეთესო ვერსია!
თუ ნებისმიერი რამის საფასური შენი სულიერი სიმშვიდეა, ე.ი. ის ზედმეტად და მიუღებლად ძვირია.
ყველაზე ძლიერი ადამიანია ის, ვინც ყველაზე მეტი სირთულე გადალახა.
ყურადღებითა და დიდი სიფრთხილით აარჩიე ვის აძლევ უფლებას შეგეხოს, ენერგეტიკული მიმოცვლა რეალურია!
მოუფრთხილდი შენს შინაგან ბავშვს, იშვილე საკუთარი თავი და დააყენე პირველ ადგილას.
თუ გინდა თავი დაიცვა და გადაირჩინო, ისწავლე იყო გულქვა მანიპულატურებთან.
თუ კრიზისში ხარ, შეცვალე ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც უკეთესობისკენ და ნახე რა მოხდება.
შენი პარტნიორი უსაფრთხო სივრცე უნდა იყოს შენთვის და არა კიდევ ერთი ბრძოლა. არ არსებობს „ვერ“ , არსებობს „მთლად არ მინდა, თორემ კი.
ნუ მიუდგები ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად“, - წერს თათა გიორგობიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი🌎🙏“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕აფრიკაში გამოირიყა ნავი, რომელშიც ხრწნამდე მისული 30 ცხედარი იპოვეს
⭕„ამ სიმპათიური მამაკაცის დაბადების დღეა, რომელიც აგერ უკვე 14 წელია, „მიძლებს“- თამარ ივერი