ფოტოგრაფი ნათია ღაჭავა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც მისმა მოსწავლემ გადაუღო და წერს:
„როცა ცხოვრებაში ურთულეს დღეებს გადიხარ, ძალაუნებურად ფიქრობ იმაზე თუ როგორ გადალახო ეს პერიოდი.
რამ შეიძლება დაგეხმაროს?
რამ შეიძლება შეგიმსუბუქოს სიტუაცია?
დღეს ჩემი გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდის გავლის შემდეგ ახალ დასკვნამდე მივედი.
სიტუაციიდან - როცა უბრალოდ დილით ადგომა არ გინდა და საერთოდ არაფრის კეთება არ გინდა, გავიარე გზა იმ რეალობამდე, რომელშიც ყველაფრის კეთება მინდა.
ახლა პიანინოზე დაკვრასაც ვსწავლობ, ჩინურსაც, ლამის ყოველ დღე ვვარჯიშობ, ვხატავ, ვკითხულობ, ვატარებ მასტერკლასებს, გაკვეთილებს, ვასწავლი აკადემიაში და რაც მთავარია, ვიღებ უდიდეს სიამოვნებას გადაღებებიდან.
რამ დამეხმარა პირადად მე?
ფოტოგრაფიამ. ვფიქრობ თქვენთვის ეს პასუხი გასაკვირი არ უნდა იყოს.
ფოტოგრაფია ჩემთვის უკვე მხოლოდ პროფესია არ არის.
ეს არის გზა - რომელმაც რთული პერიოდიდან გამომიყვანა და საკუთარი თავი მეორედ მაპოვნინა მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაკარგულად ვგრძნობდი თავს.
ახლა ზუსტად ვიცი რომ თუ ცხოვრების საქმეს და საყვარელ პროფესიას სწორად აირჩევ, ურთულესი სიტუაციიდანაც კი იპოვი გამოსავალს.
ვფიქრობ პროფესია - რომელშიც პროფესიონალი ხარ - პიროვნების სიძლიერის საფუძველია.
და როცა ცხოვრების რთული დღეების ნიავი დაუბრევას, ძლიერი ფესვების მქონე ადამიანი არ წაიქცევა.
ამიტომ ერთადერთი - რაშიც არასოდეს დამენანება დროის და ფინანსების ჩადება - ეს არის სწავლა და განვითარება.
ცოდნა არის ის, რასაც ვერანაირი ბულინგით ვერავინ წამართმევს.
რა თქმა უნდა ჩემი სიძლიერე და ფესვები ჩემი ოჯახიც არის, მაგრამ როცა დილით ადგომა არ გინდა, მიუხედავად იმისა რომ ოჯახის წევრები შენზე ზრუნავენ, მაინც შენით უნდა იპოვო გამოსავალი…შენში უნდა იპოვო ძალა..
და პირადად ჩემში ჩემი სიძლიერე არის საყვარელი საქმე, რომელიც 11 წლის წინ ავირჩიე.
რომელშიც ვგრძნობ რომ ვარ სასარგებლო სხვებისთვის, რომლის დამსახურებითაც ირგვლივ მყავს ამდენი თანამოაზრე 🫂, და რომლის კეთებაც მაბედნიერებს.
ეს გრძელი გზა იყო, რომლის მოკლედ მოყოლა ვცადე“, - წერს ნათია ღაჭავა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: