Digest Logo

„როცა ვიღაც ან რაღაც გაძლიერებს, ყოველ დილას - დღეს გილამაზებს და გრძნობ, ბედნიერი ხარ...“ - რას წერს გივიკო დიდია

1762520110
გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის წევრებზე ემოციურად წერს:

„დილით სახლის ხმები მაღვიძებს.

სახლის ხმები როგორია იცით?

ფეხის ხმა რომ გესმის და იცი დედამ ჩაიარა, ბებიამ თუ ძმამ.

სამზარეულოდან ხმები რომ მოდის და დარწმუნებული ხარ გემრიელ საუზმეს გიმზადებენ.

კარების ხმით რომ ხვდები, ვინ გამოვიდა ოთახიდან.

ონკანის ხმა რომ გესმის და ზუსტად იცი ვინაა სააბაზანოში.

ტელევიზორი რომ ხმაურობს და ხვდები „ბებიე თურქულ სერიალებს უყურებს“.

დილები - დაჩის ღუღუნით დაწყებული. ოთახში დედა რომ შემოდის და ფრთხილად მეფერება.
ყურში ჩამჩურჩულებს გივიკონა მიყვარხარ.

ხო ესაა სახლის ხმები და უკვე მერამდენე წელია მაღვიძებს .

მერე ვახელ თვალს, ვხვდები რომ ჭერი ჩემი სახლის თავის ბინადრებთან ერთად, ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

ალბათ ყველა თქვენგანი თქვენს ცნობიერებაში აყალიბებთ თქვენი ბედნიერებისთვის დამახასიათებელ გარემოებებს, ამიტომაც ბედნიერებას ყველა ისე აღვიქვამთ როგორი წარმოსახვის უნარიც გვაქვს.

ჩემი ბედნიერება კი ასეთ წვრილმანებშია. მიუხედავად ყველაფრისა , ყოველდღიური სირთულეებისა,
როცა ვიღაც ან რაღაც გაძლიერებს, ყოველ დილას - დღეს გილამაზებს და გრძნობ რომ ბედნიერი ხარ“, - წერს გივიკო დიდია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Giviko Didia Official (@giviko_didia)

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელის თხოვნა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო...ჩემი სიძე კანადელია...“ - ნინო ჩხეიძის ინტერვიუ ქალიშვილის დანიშვნის შემდეგ

🎥 ანიტა აბგარიანი საქართველოს, საბავშვო „ევროვიზია 2025“-ზე სიმღერით „იბრწყინე ვარსკვლავივით“ წარადგენს

🎥 ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა