მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
სამწუხარო ინფორმაციამ ქართველი ხალხი ძალიან დაამწუხრა. კინოსა და თეატრისთვის ზურა დიდი დანაკლისია.
გარდაცვლილს მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემშვიდობება:
„დიდი ხანია ასე ძალიან არაფერი მწყენია… მშვიდობით ზურა, 18 წლის ვიყავი, 2006 წელს იუმორინას 22 კონცერტზე ვმღეროდი, მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ბატონ გივის, კახის, ზურას, გოგა პიპინაშვილს, მზია კვირიკაშვილს, ვახო ტატიშვილს, თემურ წიკლაურს… სცენაზე ვიდექი ბუმბერაზი ვარსკვლავების გვერდით.
ბატონი ჯემალი და გია ბაღაშვილების დღემდე უდიდესი მადლობელი ვარ, რომ გამოვცადე მეც ეს უდიდესი სიამოვნება… არ დამავიწყდება კულისებში როცა ვნერვიულობდი, ზურა მოვიდოდა, რაღაც სასაცილოს მომიყვებოდა, უცებ გამაცინებდა და მაშინვე ქრებოდა ღელვა… მადლობა ზურა… შეხვედრამდე“, - წერს ნინი შერმადინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქალღმერთი!“ - ლიკა ქორქია ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕„ამ ძალიან კარგი ადამიანის დაბადების დღეა, მინდა იყო მუდამ ბედნიერი“ - ნინო ჩხეიძე მეუღლეზე