Digest Logo

🎥 „ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა სულ კეთილშობილური იდეებით და განზრახვებითაა მოფენილი, არ შეგვეშალოს ახლა ჩვენ ეს“ - ელდინო საღარაძე აქციის მონაწილეებს მიმართავს

1734458352
ელდინო საღარაძე

პედაგოგი, პოეტი და მსახიობი ელდინო საღარაძე, რომელიც საზოგადოების დიდი სიყვარულს იმსახურებს, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მან ასევე მიმართა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის ფარგლებში დგანან.

„იქნება მარტო გულანთებულობა კი არა, გონანთებულობაც მივაშველოთ აი, ამ ახალგაზრდების გულანთებულობას.

ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ერთ პატარა სიბრძნეს გაგახსენებთ: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა სულ კეთილშობილური იდეებით და განზრახვებითაა მოფენილი, არ შეგვეშალოს ახლა ჩვენ ეს და ჩვენი კეთილშობილებით, სიყვარულით ახალი ჯოჯოხეთი არ მოვუწყოთ საქართველოს.

მოვისმინე ამბობდნენ ეს ჩვენი დიდგორია, მაპატიონ, მაგრამ ეს ჩვენი დიდგორი არ არის, ეს ჩვენი ბაზალეთია, სადაც ძმა ძმას დაუპირისპირდა. ასეთი დაპირისპირება ყოველთვის ასუსტებს საერთო, ქართულ, ეროვნულ სხეულს.

ხედავთ რამხელა ზე-სახელმწიფოების წინაშე გვიწევს ჩვენ პირისპირ დგომა? ამ ერთი ციცქნა ერს და თუ არ დავდექით ძალიან მაგრად იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ღვთაებრივი და ძველი იბერიული, ნამდვილი ქართული ღირებულებები ჰქვია, ჩვენ დავმარცხდებით, გავნადგურდებით“, - ამბობს ელდინო საღარაძე.

 

@siakhleni

ელდინო საღარაძე

♬ original sound - Spotify music

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას ნიშნავს დამოკიდებულება, როგორ დავძლიოთ და რა უნდა ვიცოდეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე - სპეციალისტის რჩევები

„ჩემი საყვარელი სათვალე“ - ლიკა ევგენიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის - „სხვისი შვილების“ - აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება