Digest Logo

რუტინა ფსიქოლოგიური ციხეა, რიტუალი - ხსნა: რატომ გვჭამს ყოველდღიურობა - რას წერს რამაზ გიგაური

1772346034
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად თემაზე: რუტინა ფსიქოლოგიური ციხეა, რიტუალი — ხსნა: რატომ გვჭამს ყოველდღიურობა და როგორ გადავრჩეთ - წერს;

„რუტინა ფსიქოლოგიური ციხეა, რიტუალი — ხსნა: რატომ გვჭამს ყოველდღიურობა და როგორ გადავრჩეთ.

თანამედროვე ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია ფიზიკური დაღლა არ არის; ჩვენ ეგზისტენციალური გამოფიტვით ვიტანჯებით.

დააკვირდით თქვენს ცხოვრებას: ყოველი დღე წინა დღის მექანიკურ ასლს ემსგავსება. მაღვიძარა, ტელეფონის ეკრანი, საცობი, სამსახური, სახლში დაბრუნება, ძილი. ამ დაუნდობელ წრეში ადამიანი ნელ-ნელა კარგავს საკუთარ თავს და და სისტემის უსულო ჭანჭიკად იქცევა.

ჩვენ გვგონია, რომ გამოფიტვის, „გადაწვის“ მიზეზი ბევრი საქმეა. სინამდვილეში, უდიდესი ფილოსოფოსი და რელიგიების მკვლევარი, მირჩა ელიადე, სრულიად სხვა დიაგნოზს გვთავაზობს: ჩვენი ტრაგედიის მთავარი მიზეზი... დროის არასწორი აღქმაა.

განვიხილავთ ელიადეს ფუნდამენტურ კონცეფციას დროის ტერორისა და მისგან გაქცევის შესახებ. კაცობრიობა ფსიქოლოგიურად ორ სრულიად განსხვავებულ დროში ცხოვრობს:

პროფანული დრო (რუტინა)

ჩვეულებრივი, ხაზოვანი, საყოფაცხოვრებო რეალობა. ის მიედინება ერთი მიმართულებით, გვხარჯავს, გვაბერებს და მიგვაქანებს დასასრულისკენ. მასში არ არის არანაირი იდეური სიღრმე.

საკრალური დრო (რიტუალი)

უძველესი ადამიანები კარგად აცნობიერებდნენ ხაზოვანი დროის ტერორს. ამიტომ, ისინი პერიოდულად აჩერებდნენ ამ დამანგრეველ დინებას და რიტუალების საშუალებით (დღესასწაულები, ინიციაციები) სამყაროს თითქოს ხელახლა ქმნიდნენ.

დღეს ჩვენ ეს უნარი დავკარგეთ. ჩვენი სული შიმშილობს იმიტომ, რომ 100%-ით ჩავიკეტეთ პროფანული დროის, ანუ რუტინის ფსიქოლოგიურ ციხეში“, - წერს რამა გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕🎥 „უმეტესობას ჰგონია, რომ რაც დაალომბარდა, თუ თანხა ვერ გადაიხადა, იმ ნივთს ჩატოვებს და მორჩა...“ - იურისტის რჩევები, რომელიც უნდა იცოდეთ

⭕7 პროდუქტი ყაბზობის წინააღმდეგ - „თუ გინდა, რომ საჭმლის მონელება იყოს მარტივი, ჩართე ეს პროდუქტები შენს ყოველდღიურ რაციონში“