Digest Logo

„სააკაშვილი სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს - აუცილებლად მოვყვები სახელებით და გვარებით, როგორ გაიპარნენ ბრძოლის ველიდან ეს სამარცხვინოები...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

1664131820
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა მათი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი ფულში გაცვალეს.

ჟორჟოლიანი პირობას დებს, რომ ყველას სახელს და გვარს დაასახელებს და დეტალურად მოჰყვება მათ შესახებ.

„ფაზლები დალაგდა. ახლა უკვე ვხვდები გადამწყვეტ მომენტში რატომ ორთქლდებოდა ყველა, ვინც მნიშვნელოვანი იყო მიშას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შინაური და ძალიან შინაური, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ტელეფონებს რომ აღარ იღებდნენ.

განა არ ვიცოდი, უბრალოდ ასეთი გულისამრევიც არ მეგონა რეალობა.

აუცილებლად მოვყვები სახელებით და გვარებით როგორ გაიპარნენ ბრძოლის ველიდან ეს სამარცხვინოები და როგორ გამომიცხადეს რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არააო მიშას შიმშილობის 30-ე დღეს! ეს უსირცხვილო „კასირები“ ესენი.

ვითომ გამოძიებები რომ დაიწყეს ქვეყნის გადარჩენის მოტივებით და სინამდვილეში მიშას ბრძოლიდან რომ გაიძურწნენ!

ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ გამყიდველები და კონფორმისტები (ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, ამ პარტიაში ბევრი ღირსეული და იდეალების ერთგული ადამიანიცაა) რომლებმაც მიშა სააკაშვილი თვეში სულ რაღაც 15 ათასში გაცვალეს. ფულში და კარგ ცხოვრებაში!“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„...ეს მადლობა გარდაუვალად უნდა მეთქვა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

🔵„კარგი დღეა დიეტის დასაწყებად“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა 

🔵რუსთავში კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა