Digest Logo

„...ეს მადლობა გარდაუვალად უნდა მეთქვა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

1664086428
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მისთვის გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის.  

„მძიმე დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებთან წელიწადზე მეტხნიან ბრძოლაში, რომლის კუდებსაც ახლა ვუღებ ბოლოს, კარგად მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას. ამ ომზე, სასოწარკვეთაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე, ფსკერზე ოდესმე აუცილებლად დავწერ. დავწერ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იბრძვის და იმედი სჭირდება - სიტყვა სჭირდება, უბრალო და ყველაზე დიდი. ახლა კი მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ; ხალხს, ვინც ქუჩაში მხვდებოდა ან აქ, სოციალურ ქსელში მიცვლიდა ორიოდ სიტყვას. მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ. ეს მადლობა გარდაუვალად უნდა მეთქვა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„დღეს ჩემი კლასიდან პირველი კლასელი მივაბარეთ მიწას, სიცოცხლითა და სინათლით სავსე გოგო...“ - ვინ იყო გოგო, რომლის სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

🔵ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🎥 პირველადი სამედიცინო დახმარების წესები - როგორ გავაჩეროთ სისხლდენა უბედური შემთხვევის დროს?