Digest Logo

„საბავშვო ევროვიზიაზე მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ - დაგვჩაგრა ევროპამ...“- რას წერს ნიკა გვარამია

1701028892
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია საბავშვო ევროვიზია 2023 ეხმაურება და წერს, რომ ევროვიზია ყველაზე მეტჯერ ქართველ ბავშვებს აქვთ მოგებული.

„საბავშვო ევროვიზია ყველაზე მეტჯერ ქართველ ბავშვებს აქვთ მოგებული. მეოთხე გამარჯვება ქართველ გრიგოლ ყიფშიძეს ქართულმა ჟიურიმვე წაართვა - რუს მონაწილეს დაუწერა (სრულიად დაუმსახურებელი) უმაღლესი ქულა და ამით გადაასწრო რუსმა და იმ წელს გაიმარჯვა.

საქართველოში იყო იმ წელს კონკურსი, სხვათა შორის.
ხუთეულში ყოფნის რაოდენობებსაც თუ დავამატებთ, საქართველო ამ კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე გამოდის.

და როგორაა ახლა? მაღალ ადგილებს როცა ვიკავებთ, მაშინ კარგია ევროვიზია და გვეკუთვნის და ბოლოდან მესამეზე როცა ვართ - დაგვჩაგრა ევროპამ, საწყალი ქართველისთვინ არავინ არალი?
ინფანტილიზმი და ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება რომ სპორტი იყოს, მანდ მართლა სუ ჩვენ მოვიგებდით“ - წერს გვარამია.  

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დავანგრევთ სცენას, ცეცხლს დავანთებთ და ვაჩვენებთ რა არის საქართველო“ - საბავშვო ევროვიზია 2023 დაიწყო

🎥 ნეკა დოროყაშვილის მდიდრული სახლი და შვილთან ერთად ნულიდან დაწყებული ცხოვრება

🎥 „წლებია ველოდებოდი ამ ორსულობას... როგორც კი მოვეშვი და აღარ მქონდა მოლოდინი, ზუსტად მაშინ გავიგე ორსულობის ამბავი“ - ქეთი ხატიაშვილი