Digest Logo

„საჭმელი არ აჭამეს გადამღებ ჯგუფს, ლუკმა ვერ გაიმეტეს...“ – ფოტოგრაფის სკანდალური განცხადება

1658676815
ლიზა ჩიჩუას ქორწილი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილის შესახებ სრულიად საქართველო ალაპარაკდა. სოციალური ქსელი გადატვირთული იყო წყვილის ქორწილის ვიდეოებით.

სწორედ ამ ქორწილს გამოეხმაურა ფოტოგრაფი - დავით ჭალიძე და სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

„რა უხერხულია არაა? მთელი თბილისი დღეს ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებს არ აჭამეს...

ხალხი დილიდან მუშაობს და ლუკმა ვერ გაიმეტეს…

ფოტოგრაფებს და ვიდეოგადამღებს ადამიანებად არ გვთვლიან, ასე დამამცირებლად გექცევიან და მერე ეს ხალხი საუბრობს ტელევიზიებში ევროპულ თუ ადამიანურ ღირებულებებზე.  

რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მდიდრებს უფრო ეშლებათ ეს და არა საშუალო თუ შედარებით დაბალშემოსავლიან ფენებს.

და თან გთხოვენ საჯაროდ არ დაწერო უხერხულიაო, უხერხულია მშიერი რომ მუშაობს ადამიანი და შიმშილისგან გაქანავებს, ეს ხალხი რომ კიდევ ჰუმანურობას იჩენს და სხვის სახელს უფრთხილდება.

რამხელა სულგრძელობაა, მაგრამ იმსახურებენ კი“... - წერს ფოტოგრაფი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთ საქციელზე მაღალი ჯარიმები უნდა იყოს, საფრთხეს უქმნიან ყველას“ - რა ფოტო ვრცელდება ბათუმის სანაპიროდან

„ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის? მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და შესაბამისად, არც მაინტერესებს“ - მაია კაჭკაჭიშვილი გოგიტიძეზე

„იტალიიდან „ცინკის“ კუბოთი უნდა ჩამოგიყვანოო“ - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ქმარი ემუქრება და შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს