ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მისი კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ იგი გამომწერებს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს ხოლმე.
ამჯერად ნინი საფრანგეთში მოგზაურობს და სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
„Tamuna Museridze სად გავიკეთო ტესტი, მაპოვნინე ჩემი ნათესავები, ასე მამაჩემს არ ვგავარ როგორც ლუი მეთოთხმეტეს. იქნებ გამიფორმონ ვერსალის ერთი კორპუსი და გვეშველება დაო“,- წერს ნინი შერმადინი.
სახალისო პოსტს, არანაკლებ სახალისო კომენტარები მოჰყვა:
„მგონი წვეულებები განახლდება სასახლეში“,
„რაღათ უნდა ტესტი, ფაქტია ჰგავხარ“,
„შენ ისეთი მებრძოლი სული გაქვს..არ გაგიკვირდეს შენ იყო ეგ“,
„არიქა! სასწრაფოდ გამოიწერე“, - წერენ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ასაკი მხოლოდ ციფრებია...“ - თიკა ფაცაცია საოცარ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ქალბატონი წითელში...“ - ევა ბარბაქაძე გამომწერებს ულამაზეს კადრებს უზიარებს