Digest Logo

„სადაც ქრისტიანები დამწყვდეული იქნებიან, მათი ხმა არ უნდა ისმოდეს...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1779968146
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„სეკულარიზმს არქმევენ,
მაგრამ სინამდვილეში — უნდათ გეტო შექმნან,
სადაც ქრისტიანები დამწყვდეული იქნებიან,
მათი ხმა არ უნდა ისმოდეს...
ხოლო სეკულარიზმი კი არის ის, რომ სახელმწიფო და ეკლესია, როგორც ინსტიტუცია — ერთმანეთს ხელს არ უშლის,
და თანაარსებობენ,
იმიტომ, რომ
აქაც და იქაც — ერთი და იგივე ქართველები არიან.
ეკლესიის წევრი ხარ და — მუშაობ რაღაც სახელმწიფო სტრუქტურაში,
სახელმწიფო სტრუქტურაში ხარ — და ეკლესიის წევრი ხარ,
როგორ შეიძლება, რომ ქართველ კაცს აუკრძალო, იყოს მორწმუნე?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 2026 წლის ივნისის პირველი ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები - ხათუნა ნოელის პროგნოზი

⭕  „ჯანმრთელობა მხოლოდ კალორიები აღარ არის...“ - არუნ ხათრი გამომწერებს აფრთხილებს

⭕ „იდეალური დროა საიდუმლოებების გასახსნელად“ - 28 მაისის ასტროპროგნოზი თამუნა იოსელიანისგან