Digest Logo

🎥 „სადაც შენ ხარ, იქ სხვამ ვერ უნდა იმეფოს!“ - ლაშა ბექაური ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

1749215810
ლაშა ბექაური

13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

აღნიშნული ტურნირისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია.

მამაკაცთა შორის საქართველოს წარმომადგენელი ყველა წონაში ეყოლება. ორ წონით კატეგორიაში კი ნაკრები ორი სპორტსმენით გამოვა.

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი იჭიდავებენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეეცდებიან.

ლაშა ბექაური აქტიურად ემზადება ჩემპიონატისთვის. იგი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წერს: 

„მსოფლიოს ჩემპიონატამდე რჩება 12 დღე.“ 

ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: 

„12 დღეში მსოფლიოსაც მოგილოცავთ!“, 

„აი ასეთი შრომით მოდის ის წარმატება და კარგი მანქანები ,რასაც ეს ბიჭები შრომობენ. წარმატებები“, 

„შენ გამარჯვებამდე რჩება 12 დღე. წინ ჩემპიონო წარმატებები“, 

„სადაც შენ ხარ  - იქ სხვამ ვერ უნდა იმეფოს!..

„გამარჯვებით დაგვიბრუნდი და ჩვეული მიმიკებით, ააფრიალე საქართველოს დროშა“

„წინ წარმატებისაკენ ლაშა!! ღმერთი შეგეწიოს“, - წერენ კომენტარებში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაგჭირდებათ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და აქტიურობა, გამოიყენეთ ყველა შანსი...“ - 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

🎥 საუკეთესო თარიღები თმის შესაჭრელად ივნისში, იმისთვის, რომ ფინანსები და სილამაზე მოიზიდოთ

რა შეიძლება შევიტყოთ პიროვნებაზე იმის მიხედვით, თუ როგორი ამინდი მოსწონს