ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში ქუთაისში მომხდარ ამბავზე წერს, რა დროსაც გერმანელმა ტურისტმა უცხო ადამიანის საფულე იპოვა და პოლიციაში ჩაბარებას აპირებდა.
„ეს პოლიციის შენობაა? იკითხა ასაკოვანმა ტურისტმა, რომელიც მერიის შენობასთან ველოსიპედით მოვიდა. არა ქალბატონო, ადგილობრივი ხელისუფლების შენობაა - ვუთხარი მე. შენ ვინ ხარ, მე ჟურნალისტი-თქო. ჰოდა საფულე ვნახე და პოლიციაში მინდოდა მიტანა, პირადობაც საფულეში დევს და რადგან ჟურნალისტი ხართ, იქნებ იცნობდეთ კიდეცო.
რამდენიმე თვითმხილველთან ერთად გავხსენით საფულე, პირადობის მოწმობით გავარკვიეთ, რომ მესაკუთრე ქუთაისელი ახალგაზრდა იყო, facebook-ში მივწერე, რომ მისი საფულე, დოკუმენტებით და ფულით ჩვენთან იყო. მოვიდა, წაიღო და მადლობელიც დარჩა.
გერმანელ ტურისტზე კი ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ესაა ჩემთვის ევროპა, ესაა ჩემთვის ევროპული აზროვნება, ესაა ჩემთვის ხვალინდელი დღე. მე რას ვიზამდი უცხო ქვეყანაში, საფულე რომ მენახა ფულით? კი, იმას, რასაც შენ!“, - წერს ირაკლი ვაჩიბერაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სულ წევს... აღარ ჭამს, გული მიკვდება“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე