
IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა.
სამწუხარო ამბის დეტალებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.