ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მაღალმთიანი აჭარიდან კადრებს აქვეყნებს:
„გსმენიათ სარიჩაირის მთაზე? რომელიც მაღალმთიან აჭარაში 1900 მეტრზე მდებარეობს, სარიჩაირის მთის დასახლებაში 3 ტბა მდებარეობს, ადგილობრივი მემთეურების თქმით თავდაპირველად ერთი ტბა ყოფილა, შემდგომ პირველი ტბის დონემ საგრძნობლად იკლო და წარმოიშვა სხვა ტბები.
გეოლოგიურად საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. არავინ არ აღმოჩნდა ამის გამომკვლევი. გეოლოგებს ადრეც ვუთხარი ამის შესახებ , იქნებ მომავალში შეისწავლონ“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 10 ივლისის ენერგიებზე