Digest Logo

„დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, გასულ ღამეს მისგან მესიჯი მივიღე, დღეს ის აღარ არის, მიყვარხარ სამუდამოდ“ - ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემოციურად ემშვიდობება

1655885966
ლუბა უსპენსკაია

21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ, მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო.

რუსი მომღერალი ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება და მასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„დღეს დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული არტისტი – ლევან კბილაშვილი… არ მჯერა, რომ ეს მოხდა და ამ სიტყვებს ახლა ვწერ და ცრემლებს ტელეფონის ეკრანს ვაფრქვევ…

გასულ ღამეს მისგან მესიჯი და კონცერტიდან ვიდეო მივიღე, მაგრამ დღეს ის აღარ არის… ვერც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას… სიცარიელეს…

არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა… მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ…”, – წერს ლუბა უსპენსკაია.

ცნობისთვის,  ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასა და ლევან კბილაშვილის რომანზე წერდა.

 

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🎥 „ზუსტად რამდენიმე დღის წინ ამომიგდო „მემორიმ“ პეკინის ოფისის სამზარეულოში გადაღებული ძალიან ძველი ვიდეო...“ - მამუკა მდინარაძე ლევან კბილაშვილზე

„10 საათის გარდაცვლილი იყო, კარები შეამტვრიეს და…“ - რას წერს სოფო ბედია

🎥 რა გზა გაიარა შსს-დან დიდ სცენამდე, რატომ ალაპარაკდა ყვითელი პრესა ლუბა უსპენსკაიასთან მის ურთიერთობაზე და რას ჰყვებოდა რუსეთში ცხოვრებაზე? - 31 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის პირადი ამბები

„ამ ვიდეოზე ხუმრობდი, ძალით მოვიხვედრე თავი კადრშიო... კადრში კი არა გულში იქნები მთელი ცხოვრება ლევანჩიკ“ - მომღერალი აჩიკო გოგიტიძე ლევან კბილაშვილზე