Digest Logo

„სახალხო მეძავმა, ნატა ფერაძემ ჩაუტარა ეკლესიას საგანმანათლებლო გაკვეთილი, ათეისტებმა მიზანს მიაღწიეს“ - მსოფლიო პოლიტიკა

1705514281
მსოფლიო პოლიტიკა

„წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები“, – ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „მსოფლიო პოლიტიკა“ გამოეხმაურა:

„სამებიდან წმ. მატრონას ხატი გადასაკეთებლად გაიტანეს - ათეისტებმა მიზანს მიაღწიეს.

გინდ ასე მოუარეთ გინდ ისე. ფაქტი ის არის, რომ სახალხო მეძავმა, ნატა ფერაძემ ჩაუტარა ეკლესიას(ანუ ერს და ბერს) საგანმანათლებლო გაკვეთილი თუ რა ხატი უნდა ყოფილიყო წმ.სამების ტაძარში.

უდიდესი ბრაზი მომდის, მაგრამ თავის უხეშობისგან შეკავება მიმაჩნია ერთადერთ სწორ აზრად. ისღა დარჩენილა მამა არჩილ მინდიაშვილის ძველი ქადაგებიდან გავიხსენო შემდეგი ფრაზა:

- მოვა დრო და ეკლესიის გამათრახებით დაიწყება სულიერი აღორძინება საქართველოშიო.

ამ დროს ხალხის ერთი ნაწილი ვინც ქრისტიანობაზე დებს თავს, პოლიტიკურად და ადამიანურად გვერდით დადგომის ნაცვლად რამდენიმე დღეა ლანძრავს ხალხის იმ ნაწილს ვინც, ხატმებრძოლების დასჯის მოთხოვნით გამართულ აქციაზე გავიდა (პოლიტიკური შური).

პ.ს. ისე კვლავ შეგახსენებთ:

- ეკლესია ვართ ჩვენ ყველანი, ვისაც პრეტენზია გვაქვს ქრისტიანული ერთობის წევრობაზე, გინდ საერო პირი იყოს ის და გინდ სასულიერო. შესაბამისად თავისი წილი პასუხისმგებლობაც ყველაზეა“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მკრეხელური „პერფომანსი“ შობის მისტერიაზე, წმინდა ოჯახის შეურაცხყოფა და ლესბოსური შინაარსის სცენა - ლიბერალიზმის ანატომია

🎥 „ორი პატარა ზოლი დამიმაგრეს კაბაზე, რომ მკერდი კარგად დაეჭირა“ - რა შეემთხვა ნუცა ბუზალაძეს ამერიკულ პროექტში

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 25 იანვრის სავსე მთვარე ნამდვილ სიყვარულს შეახვედრებს და სასიამოვნო თავგადასავალს მოუწყობს