Digest Logo

„სახლში მოსულს აი, არსაიდან, ეს ძველი წერილი ამომივარდა... მიყვარს ჩემი ბიჭი, ისევ მანებივრებს, ისევ მეთამაშება!“ - რას წერს ნათია ბანძელაძე

1671969232
ნათია და გოგიჩა

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, ყველასთვის ცნობილი, როგორც გოგიჩა, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას შემდეგ მეუღლე ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ემოციურ სტატუსებს და ამ ფორმით იხსენებს ქმართან ერთად გატარებულ დღეებს.

დღეს მან სოციალურ ქსელში გოგიჩას ძველი წერილი გამოაქვეყნა.

„შობის კეთილ სასწაულებს გისურვებთ ყველას ! სიკეთეს , მეტ სიყვარულს!!!!! დღეს ჩემს ბიჭს შევურბინე თავის სკვერში, ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი მადლობაც ვუთხარი, რადგან სულ ახერხებს სასწაულებს , ჰოდა სახლში მოსულს აი , არსაიდან ეს ძველი წერილი ამომივარდა არც ვიცოდი .... „არტ ინფო”გთავაზობთ ყველაზე კეთილი, ბავშვური და თბილი გოგიჩას საოცარ წერილს:

„მქონია ცხოვრებაში მძიმე პერიოდებიც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ის, რომ ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე, ეს უკვე ძალიან დიდი ჯილდოა. ყველაფერი, რასაც გარშემო ვუყურებთ, ნამდვილი სასწაულია და ღმერთის შექმნილია.
ყოველი დღე რომ თენდება და იღვიძებ, ეს საოცრებაა. დაუკვირდით, სად ვართ, დედამიწაზე, ნამდვილ საოცრებაში.

მოდით, ცუდს ნუ დავინახავთ და ერთმანეთის კარგი დავინახოთ. თუ ასე მოვიქცევით, დამიჯერეთ, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება”.

მიყვარს ჩემი ბიჭი, ისევ მანებივრებს ისევ მეთამაშება! მადლობა მათ ვისაც სულ გახსოვთ გოგიჩას სიყვარული“, - წერს ნათია ბანძელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ღუმელს ვერ ანთებდა და საკმაოდ სუსტად არის. ჩვენ ვჭირდებით“ - ვისზე წერს დავით ქაცარავა

🔵„რაღაც ყუმბარის ფორმის ასაფეთქებელი შემომიგდო ლიფტში, ძლივს გამოვასწარი“ - რა შეემთხვა ბექა ყორშიას

🔵„ჩვენ ბნელები ვართ და ეს ჩვენი რუსეთუმე სამღვდელოება „ყირილეს“ საამებლად არ ცვლის შობის თარიღს... მაგრამ აი, სომხებს რა სჭირთ“ - ირაკლი ოქრუაშვილი