
2022 წელს შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 წლის დათუნა ქოქრაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ბავშვი უკვე საქართველოში იმყოფება.
სოციალურ ქსელში დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი აქვეყნებს ფოტოს, საიდანაც ირკვევა, რომ მას შვილებმა დედის დღის აღსანიშნავად საჩუქარი მიუძღვნეს.
„სახლში რომ მოხვალ და ამას დაგახვედრებენ. მადლობა, რომ მე ამირჩიეთ დედად და უკვე გმირი დედის სტატუსიც მომანიჭეთ“, - წერს ქრისტინე მამუკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„დედაშენი არის ღმერთი“ - როგორ ულოცავენ ცნობილების შვილები დედებს 3 მარტს