
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ შთამაგონებელ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც თავად ამბობს, საკუთარი თავის აღიარება, ფერება, ქება აუცილებელი წინაპირობაა ჯანსაღი თვითშეფასებისთვის.
გარდა ამისა, ექიმი წერს, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთკვირიანი მიღება აორმაგებს გულის ინფარქტის რისკს:
„1.სიკეთის კეთება + მოლოდინი = 💔
2. სიკეთეს კეთება - მოლოდინი = ❤️
3. საკუთარი თავის აღიარება, ფერება, ქება აუცილებელი წინაპირობაა ჯანსაღი თვითშეფასებისთვის. რა თქმა უნდა, ზომიერების და გონიერების ზედამხედველობის ქვეშ.
3. „კარგი ოჯახის შვილია” - ეს ძალიან ცოტას ნიშნავს, თუ არ ვარგა თვითონ.
4. არც ეკლესიაში მოსიარულე ნიშნავს ავტომატურად რწმენის მქონეს. რწმენა პირველ რიგში შინაგანი პროცესია.
5. ყველაზე მტკივნეული ალბათ დაგვიანებული და უშანსო სინანულია.
6. ვინც ბიჭს ანიჭებს ზოგადად უპირატესობას, მას არ უნდა ჰქონდეს შვილის ყოლის უფლება.
7. ვისაც შვილი სიბერეში წყლის მომწოდებლად უნდა, არც მას უნდა ჰყავდეს შვილები.
8. უმაღლეს განათლებას მხოლოდ ის უნდა იღებდეს, ვისაც ეს თვითონ უნდა და სხვა ალტერნატივას არ განიხილავს.
9. არსებობს უამრავი აუცილებელი, საინტერესო, პატივსაცემი პროფესია უნივერსტეტების გარეშე თუ მიღმა.
10. სიგარეტის მოწევა არა მწევლებთან ერთად დახურულ სივრცეში, მათი ნებართვის გარეშე, სხეულის მძიმე დაზიანებაა და უნდა ისჯებოდეს.
11. მელატონინს თუ იღებთ, იმყოფინეთ 0,3 - 0,5 მგ. ამაზე მეტი უკვე ზედოზირებაა.
12. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთკვირიანი მიღება უკვე აორმაგებს გულის ინფარქტის რისკს.
არასრული სია: იბუპროფენი, ნაპროქსენი, დიკლოფენაკი, გულის მხრივ ნეიტრალურია პარაცეტამოლი.
13. პანიკური აშლილობისას გაუგებარია პაციენტის რამდენიმე მედიკამენტით გაჭყეპა. არასწორია ასეთ დროს ანტიფსიქოზურების გამოყენება.
14. ორგაზმი არ უნდა იყოს სექსის თვითმიზანი.
15. რადგან ამას საქართველოში სკოლები არ აკეთებენ (თუ ვცდები, გამისწორეთ), აუცილებელია ბავშვისთვის ელემენტარული სქესობრივი განათლების ოჯახში მიწოდება.
16. სქესობრივი განათლების მიცემით გოგო არ გაგიბოზდებათ, არც ბიჭი გახდება ელჭიპიტი. ისინი იქნებიან დაცული დაავადებებისგან, არასასურველი ორსულობისგან, აბორტებისგან, არასწორი სექსისგან, ტრავმებისგან.
17. როგორც ვსწავლობთ სხეულის ჰიგიენას, ასევე უნდა ვისწავლოთ ფსიქოჰიგიენა.
18. როცა ძალადობ, არ გიყვარს.
19. როცა აშინებ, არც მაშინ გიყვარს.
20. ყველაზე გულწრფელი ადამიანი არის ორგაზმამდე რამდენიმე წამით ადრე: ვისცეზ და რაზედაც ფიქრობ ამ დროს, რასაც უშუალოდ ორგაზმამდე მიჰყავხარ, ეგ არის შენი რეალური სექსუალური ორიენტაცია და გემოვნება“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს!