ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ყოველ განსაცდელში, როგორც ყველაფერში დამნაშავეს — მხოლოდ საკუთარ თავს ბრალობდე“.
საკუთარი თავის მაბრალებლობა არის უნივერსალური საშუალება განსაცდელების ღირსეულად გადატანისა,
როცა რაღაც კონფლიქტური სიტუაციაა,
ან უსამართლობა შენს თავზე — ყოველთვის საკუთარ თავს შეხედე,
ღვთის განგებულების გარეშე ერთი ღერი თმა არ ვარდება,
და როცა რაღაც ხდება — მე უნდა ვისწავლო დავინახო რა არის ამ ყველაფერში ჩემი ბრალეულობა,
რატომ მოხდა ეს,
რა არის ამ ყველაფერში ჩემი მიზეზი,
და როცა ადამიანი ამ მიმართულებით იკვლევს თავს — ადამიანი სულიერად იზრდება,
ხოლო როცა ადამიანი სამართლიანობის ძიებას იწყებს,
და სხვა უნდა რომ მოჰკითხოს ის, რაც მას დაემართა, როგორც წესი, ასეთი ადამიანი არ იზრდება,
და პირიქით — სულიერად დეგრადირდება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები 16-18 დეკემბერს?
⭕რომელი დღეა წლის ბოლოს სურვილების ჩასაფიქრებლად საუკეთესო
⭕ 16 დეკემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით