ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
გიორგი ლობჯანიძე მორიგ საინტერესო პოსტს წერს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„შეიძლება იცოდე ბევრი, მაგრამ ვერ ფლობდე შენს თავს, თუმცა შესაძლოა იცოდე ცოტა, მაგრამ იყო საკუთარი თავის მფლობელი.
რეალური ნათელი შემოდის მაშინ, როცა იწყებ საკუთარ თავზე მუშაობას. ბევრი პირად „მე-ს" გარეთ ეძებს სამყაროს შეცნობაში, როცა, ამ დროს, თავადაც დიდი სამყაროა. ამიტომ, საკუთარი თავის შეცნობის შემდეგ იმასაც გავიგებთ თუ რა ხდება გარეთ, თუმცა გარეთ ყურებით ვერასდროს მივხვდებით თუ რა ხდება ჩვენს შიგნით.
ვინც საკუთარი თავის შეცნობით და მუშაობითაა დაკავებული ის დიდი განათლების საფეხურს აღწევს, ხოლო ვინც სხვაგან იხედება მხოლოდ ზედაპირულ გაცნობიერებას სჯერდება. ამიტომ სწავლობენ თვით ფილოსოფოსებიც კი განდეგილებისგან ბევრს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნანუკა გულუა შვილების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს
⭕როგორი იქნება 2025 წელი თითოეული ადამიანისათვის და როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რომ წარმატება მოვიზიდოთ