ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებისეულ მომენტებზე საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც კომპლექსებზე და სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაზე საუბრობს. მისი თქმით, სხვებს არ უნდა შევედაროთ და საკუთარმა წარუმატებლობამ არ უნდა გაგვაგიჟოს.
„არასრულფასოვნების კომპლექსი იბადება მაშინ, როდესაც თავს ადარებ სხვებს.
თუ კარგად დავუფიქრდებით, ეს მართლაც ასეა. თუ ვინმეს გვსურს რომ შევედაროთ, ეს მხოლოდ საკუთარი თავია. დრო მოიტანს რამდენად წინ წავიწიეთ ან გავიყინეთ.
სხვისი ცხოვრებით ცხოვრება ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც ანგრევს ადამიანის ფსიქიკას. ის, რაც დასაშვებია სხვისთვის, შესაძლოა სულაც საზიანო იყოს ჩემთვის და ჩემი სულის განვითარებისთვის.
უამრავჯერ ვამბობ ამ სიტყვებს რომ ჩვენ ვერ ვსწავლობთ კარგად სხვების წარმატების სიხარულს, ამ დროს კი პარადოქსია, მაგრამ ჩვენსას ვითხოვთ, ხოლო რაც სხვისთვის გვენანება ის გზა არც ჩვენთვის გაიხსნება, ელემენტარული ენერგეტიკული კანონია.
და თუ მაინც და მაინც გვსურს შედარება, კი არ უნდა შევედაროთ, არამედ, „მივბაძოთ“, იმ კეთილ და მისაღებ საქმეში, რაც ესოდენ საგულისხმოა დღევანდელობისთვის.
საკუთარი წარუმატებლობა აგიჟებს ადამიანს და ამას სხვის სარკეში ეძებს. აი, აქაა მთელი უბედურება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 შეუძლია თუ არა ნაყოფს დედის მუცელში ტირილი? - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ